მატეის დე ლიხტი ტურინის „იუვენტუსიდან“ მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა, რის შესახებ გერმანული კლუბის პრესსამსახური იუწყება. ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების 22 წლის მცველმა ბავარიელებთა კონტრაქტი 20207 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მას იტალიურ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.
დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წელს ამსტერდამის „აიაქსიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 117 მატჩში 8 გოლი გაიტანა, პლუს 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ნიდერლანდელი „ბაიერნს“ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეუერთდება, სადაც გუნდი მომავალი სეზონისთვის ემზადება.