გორის “დილას” ყოფილი კაპიტანი ნიკა გაგნიძე კარეირას “უმრანიესფორში” განაგრძობს. ამის შესახებ გორელთა პრესსამსახური იუწყება. თავის მხრიბ თურქული კლუბი იუწყება, რომ ქართველი ფეხბურთელი იჯარით აიყვანეს, რომლის დასრულების შემდეგ მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
21 წლის შემტევი ნახევარმცველი “დილას” აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წლიდან გამოდიოდა. მან გორელთა მაისურით 81-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო.
“უმრანიესფორი” თურქეთის სუპერლიგაში წელს აღზევდა.
მთავარი ნიუსი “დილას” ექსკაპიტანი თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს