ესპანელმა ნახევარმცველმა როდრიმ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელმა ხელშეკრულება 2027 წლის ივნისის ბოლომდე დადო.
„მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა ჩემს კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა. კლუბში ყოფნა პირველი წამიდან მომეწონა. ფანებმა ძალიან კარგად მიმიღეს. ჩემი სათამაშო დონე საუცხოოდ გავაუმჯობესე, რისთვისაც ხოსეპ გვარდიოლას და მის სამწვრთნელო შტაბს მადლობას ვუხდი. ისინი ჩემი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებაში მეხმარებიან და მათ შრომას ვაფასებ“ – განაცხადა ახალი კონტრაქტის დადების შემდეგ როდრიმ.
„სიტიმ“ ესპანეთის ეროვნული ნაკრების შუახაზელი 2019 წლის ივლისში მადრიდის „ატლეტიკოდან“ 62,6 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. მან განვლილ პერიოდში მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 151 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
