არტური ვიდალი „ინტერიდან“ „ფლამენგოში“ წავიდა

0
29

არტურო ვიდალმა და მილანის „ინტერმა“ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება. ჩილეს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი „ინტერში“ 2020 წელს „ბარსელონადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 71 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
35 წლის ფეხბურთელი კარიერას ბრაზილიის „ფლამენგოში“ განაგრძობს, რომელთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
ვიდალი კარიერის განმავლობაში ნახსენები კლუბების გარდა, ლევერკუზენის „ბაიერში“, ტურინის „იუვენტუსში“ და მიუნხენის „ბაიერნში“ გამოდიოდა.