ნანი ავსტრალიის ჩემპიონატში ითამაშებს

0
28

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი გარემარბი და ერთ-ერთი ლიდერი ნანი კარიერას ავსტრალიაში განაგრძობს. 35 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„მელბურნში“ თამაშის დაწყებას მოუთმენლად ველოდები და ჩემთვის ეს გამოწვევა საინტერესოა. იქიდან გამომდინარე რაც ვნახე, ეს გუნდი ლიგაში საუკეთესოა, ხოლო ფანები ტრიბუნაზე არანაკლებ ატმოსფეროს ქმნიან ვიდრე ევროპაში“ – იუწყება ნანის ნათქვამს „მელბურნის“ ოფიციალური ვებგევრდი.
პორტუგალიელი ავსტრალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან გასული სეზონის მეორე ნახევარი „ვენეციაში“ დაჰყო, სადაც 10 მატჩში 1 საგოლე პასი გააკეთა.
ნანიმ კარიერის საუკეთესო პერიოდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა, სადაც 2007-2015 წლებში 230-ჯერ ითამაშა და 40 გოლი გაიტანა. მან ინგლისის პრემიერ ლიგა 4-ჯერ მოიგო, ინგლისის ლიგის თასი – 2-ჯერ, ინგლისის სუპერთასი – 4-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა – ერთხელ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი – ერთხელ.
ასევე, ნანი ლისაბონის „სპორტინგში“, „ფენერბაჰჩეში“, „ვალენსიაში“, „ლაციოში“ და „ორლანდო სიტიში“ გამოდიოდა.
ის პორტუგალიის ნაკრების ღირსებას 2006-2017 წლებში იცავდა და 112 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 24-ჯერ აიღო.