ეგვიპტის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდს პორტუგალიელი სპეციალისტი რუი ვიტორია უხელმძღვანელებს.
52 წლის რუი ვიტორიამ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან ეჰაბ გალიალი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ივნისის შუა რიცხვებში მას მერე დატოვა, რაც ნაკრებს სამ მატჩში გაუძღვა.
ეგვიპტელთა თავკაცად დანიშვნამდე რუი ვიტორია პორტუგალიის “პასუშ ფერეირას”, “ვიტორია გიმარაეშს”, “ბენფიკას”, “ალ-ნასრს” და მოსკოვის “სპარტაკს” ავარჯიშებდა.
