ფრანგი მცველი კლემან ლენგლე კარიერას ლონდონის „ტოტენჰემში“ განაგრძობს. ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი „ბარსელონაში“ ერთწლიანი იჯარით აიყვანეს.
მხარეებს შორის არსებული შეთანხმებიდან გამომდინარე, ლენგლეს ხელფასს როგორც „ბარსელონა“, ასევე „ტოტენჰემი“ გადაუხდის.
საფრანგეთის ეროვნული გუნდის უკანახაზელი ესპანურ გრანდში 2018 წლიდან ირიცხება და ყველა ტურნირში ჩატარებულ 160 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
