ტურინის „იუვენტუსმა“ ანხელ დი მარია წარადგინა. არგენტინის ეროვნული ნაკრების კარემარბი იტალიურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.
34 წლის დი მარია ახალ კლუბში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მისი ბოლო კლუბი პსჟ იყო, რომელშიც 2014-2022 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 295 მატჩში 92 გოლი გაიტანა. არგენტინელი ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში ასევე „როსარიოში“, „ბენფიკაში“ და „რეალში“ თამაშობდა.