ლუკა იოვიჩი ფლორენციის „ფიორენტინას“ ფეხბურთელია. 24 წლის სერბმა თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა, რის შესახებ ფლორენციელთა პრესსამსახური იუწყება.
2019 წელს მადრიდის „რეალმა“ იოვიჩი ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ 60 მილიონ ევროდ შეიძინა. მან განვლილ პერიოდში ესპანურ გრანდში ყველა ტურნირში 51-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა, სერბი „ფიორენტინაში“ უფასოდ გადავიდა, მაგრამ კლუბებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, თუ მომავალში „ფიორენტინა“ იოვიჩს გაყიდის, მადრიდელები ტრანსფერის თანხის 50% მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ბალკანელის „ფიორენტინაში“ წასვლით „რეალმა“ დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაზოგა, რაც ფეხბურთელისთვის 3 წლის განმავლობაში ხელფასის სახით უნდა გადაეხადა.
