თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილი 18 წლის მეკარე პაპუნა ბერუაშვილი, ერთწლიანი იჯარით კარიერას პორტუგალიური გრანდის ლისაბონის “სპორტინგის” რიგებში განაგრძობს.
2023 წლის ზაფხულში ლისაბონურ კლუბს ახალგაზრდა მეკარის გამოსყიდვის უფლება ექნება.
ბერუაშვილი თბილისური კლუბის სტრუქტურაში 2016 წლიდან ირიცხება. ბერუაშვილი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეკარეა.
“თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ, პორტუგალიის უდიდეს კლუბთან კონტრაქტი რომ გავაფორმე. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტ შეხვედრაში მივიღებ მონაწილეობას და მაქსიმალურ პროგრესს მივაღწევ. მე ვარ მეკარე, რომელიც ჩაწოდებებზე კარგად გამოდის და მოედანზე ყველაფერს ტოვებს. სპორტინგის ისტორია კარგად ვიცი, რადგან სპორტინგის მუზეუმში ვიყავი და ბევრი რამ ვისწავლე“ – განაცხადა ბერუაშვილმა.
მთავარი ნიუსი “დინამომ” ბერუაშვილი “სპორტინგში” გაანათხოვრა