ანტონ თოლორდავა: „კარიერაში ნაბიჯი წინ გადავდგი“

0
51

„თელავის“ ყოფილმა კაპიტანმა ანტონ თოლორდავამ სერბულ „რადნჩკისთან“ კონტრაქტი გააფორმა და კლუბმა ის ოფიციალურად წარადგინა.
„რადნიჩკიში“ გადასვლის შანსი როდესაც გამიჩნდა, კლუბის შესახებ ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია მოვიძიე. ვნახე, რომ ეს დიდი და სერიოზული კლუბია, რომელსაც დიდი ხნის ტრადიცია აქვს. ყველაფერი რაც წავიკითხე მომეწონა და ამან დამარწმუნა, რომ საჭირო ადგილზე მივდივარ და ჩემს კარიერაში ერთ ნაბიჯს წინ გადავდგამ.
გუნდთან ერთად მოსამზადებელი პერიოდი სრულად გავიარე. თანაგუნდელები გავციანი და მთავარ მწვრთნელ სავიჩის სათამაშო ფილოსოფიაც გავიგე. ნანახით ძალიან კმაყოფილი ვარ და გუნდთან ერთად მომავალ სეზონში საუკეთესო შედეგის საჩვენებლად ვიბრძოლებ.
გუნდში ყოველ პოზიციაზე არსებული ძლიერი კონკურენცია იმის გარანტიაა, რომე მოდუნება არ შეიძლება და თითოეული მოთამაშე მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს. გპირდებით, რომ ყოველ მატჩში რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, რათა „რადნიჩკიმ“ დასახულ მიზანს მიაღწია“ – განაცხადა 25 წლის მცველმა.
თოლორდავამ კარიერა „ცხინვალში“ დაიწყო. ის „თელავში“ 2018-2019 და 2021-2022 წლებში გამოდიოდა. გარდა ამისა, თოლორდავამ 2021 წელს გარკვეული პერიოდი ესტონეთის „ლევადიაში“ გაატარა, სადაც პირველ გუნდში 7-ჯერ ითამაშა, ხოლო მეორეში – ერთხელ.