ჯიმი ტაბიძე დინამო თბილისის ფეხბურთელია. “დინამოს” პრესსამსახურის ინფორმაციით.ცენტრალურმა მცველმა კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა. 26 წლის ფეხბურთელი ბოლოს ბელგიურ “კორტრიიკში” ირიცხებოდა, რომელთან 2-წლიანი კონტრაქტი 11 ივნისს გააფორმა, მაგრამ არ უთამაშია. მანამდე, ჯიმიმ 5 წელი რუსული პრემიერლიგის კლუბ უფაში გაატარა, სადაც 90 მატჩი ჩაატარა.
სხვადასხვა დროს ქართველი მცველი ბელგიურ “გენტში”, ეკატერინბურგის “ურალსა” და თბილისის “საბურთალოში” ასპარეზობდა. ჯიმი ტაბიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი, ერთი გოლია. ტაბიძე “დინამოს” სავარჯიშო პროცესში უახლოეს დღეებში ჩაერთვება.
მთავარი ნიუსი ჯიმი ტაბიძე ბელგიიდან “დინამოში” წამოვიდა