საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჭიჭინაძე უეფას დელეგატად დაინიშნა.
ჭიჭინაძე დელეგატის ფუნქციას ინგლისში, ქალთა ევროპის ჩემპიონატზე, ევრო 2022-ზე შეასრულებს. პირველი მატჩი, რომელზეც ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ქართველი ფუნქციონერი იმუშავებს, 8 ივლისს, გერმანია – დანიის დაპირისპირებაა, რომელიც ლონდონში, ბრენტფორდის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ამას გარდა, თამარ ჭიჭინაძე 12 ივლისს, გერმანია – ესპანეთის, 16 ივლისს, დანია – ესპანეთის და 21 ივლისს, ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩზე იმუშავებს.
სფფ-ს წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია უეფას დელეგატად მუშაობს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ მატჩებზე, მათ შორისაა, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი პსვ ეინდჰოვენი – რუსენბორგი.
მთავარი ნიუსი ქართველი დელეგატი ქალთა ევროპის ჩემპიონატზე იმუშავებს