ანდრეს პრიეტო: „დარწმუნებული ვარ შემდეგ ეტაპზე გავალთ“

0
20

თბილისის „დინამოს“ ესპანელი მეკარე ანდრეს პრიეტო დარწმუნებულია, რომ კონფერენ ლიგი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ესტონეთის „პაიდესთან“ (2:3) მარცხის მიუხედავად, მისი გუნდი მეორე წრეში გავა.
ანდრეს პრიეტო: „ეს მატჩი ჩვენთვის ტკივილთან ერთად, გამოწვევაცაა. ახლა ერთიანობა ყველაზე მეტად გვჭირდება. სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და დარწმუნებული ვარ შემდეგ ეტაპზე გავალთ“.
თორნიკე კირკიტაძე: „დამწუხრებულები ვართ, რადგან ჩვენი გულშემატკივრების წინაშე შევრცხვით,. ვიცით გული რამდენ ადამიანსაც ვატკინეთ. სხვა შანსი არ გვაქვს – უნდა მოვიგოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“.
„დინამო“ „პაიდესთან“ საპასუხო შეხვედრას 13 ივლისს ჩაატარებს.