„მანჩესტერ სიტიმ“ არგენტინელი თავდამსხმელი ხულიან ალვარესი დაიბრუნა, რის შესახებ პრემიერ ლიგის მოქმედი გამარჯვებულის პრესსამსახური იუწყება.
22 წლის ფეხბურთელმა მანჩესტერელებთან ხუთწელიწადნახევრიანი კონტრაქტი 2022 წლის იანვარში გააფორმა, მაგრამ სეზონის ბოლომ „რივერ პლეიტში“ იჯარით თამაშობდა.
ალვარეს „სიტის“ გულშემატკივრებს 10 ივლისს წარუდგენენ, ისევე როგორც გუნდის სხვა ახალწვეულებს – ერლინგ ჰოლანდს, კელვინ ფილიპსს და შტეფან ორტეგას.
მიმდინარე სეზონში ალვარესმა „რივერ პლეიტში“ ჩატარებულ 24 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.