გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად ფინეთის კუპს-თან სტუმრად ჩაატარა და 2 უპასუხო ბურთი მიიღო.
მატჩის 31-ე წუთზე ანგარიში იკაუნეიკსმა გახსნა. გორელებმა მეორე გოლი 90-ე წუთზე პენალტიდან გაუშვეს, რომელიც ზუსტად ვაირინენმა შეასრულა. კუპსის განაცხადში ქართველი თავდამსხმელი ნიკა სიჭინავა არ იყო.
ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი „დილა“ საპასუხო შეხვედრას 13 ივლისს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.
კუპსი – „დილა“ (გორი) 2:0 (1:0)
7 ივლისი. კუოპიო. სტადიონი „კუოპიონ კესკუსკენტა“.
კუპსი: კრეიდი, ანტვი, კარილო, გაბრიელ ბისპო, იკაუნიეკსი, კრეიდი, პოპოვიჩი (დალსტრომი, 76), რიკარდო, ტოივომაკი, ტომასი, უზოჩოკვუ, ვაირინენი.
მთავარი მწვრთნელი: სიმო ვალაკარი.
„დილა“: კანევცევი; ჩიტეიშვილი, ობიერო, ჭიჭინაძე, ვანდერსონი; მოსიაშვილი (მადინგა 74), ალეფი, გაგნიძე; ღუდუშაური (გალე 74), კაპანაძე (სპანდერაშვილი 90), გომისი (დრამე 61)
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.
გოლები: 1:0 იკაუნიეკსი (32), 2:0 ვაირინენი (90)
გაფრთხილება:
მთავარი მსაჯი: ლუკა სიბელი (შვეიცარია)
