ტირანას “პარტიზანის” მთავარმა მწვრთნელმა დრიტან მეჰმეთმა კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე თბილისის “საბურთალოსთან” გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
დრიტან მეჰმეთი: “ჩვენ მომავალ მეტოქეს ინდივიდუალურად კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, შანსები თანაბარია. ორივე გუნდს ერთნაირი მიზნები აქვს, რთულ მატჩებს ველოდები. ალბანეთში “პარტიზანი” პოპულარული გუნდია, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.
ახლა “საბურთალოს” ახალი ეპოქა უდგას. ვნახე მატჩები და გუნდი კარგადაა შეთამაშებული. შევისწავლეთ მეტოქე, ბევრი მატჩი განვიხილეთ და გვაქვს “საბურთალოზე” საკმაო ინფორმაცია.
– გუნდი სლოვენიაში მოემზადა. რამდენად ნაყოფიერი შეკრება გაიარეთ?
– სლოვენიაში ადაპტაცია მარტივად გავიარეთ. რამდენიმე მატჩი ვითამაშეთ, სადაც გამოჩდა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. სამწუხარო ისაა, რომ ჩვენთან ჩემპიონატი კარგა ხანი დასრულებულია, მოწინააღმდეგე კი ოფიციალურ მატჩებს თამაშობს.
გასული სეზონის შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელმა დაგვტოვა, თუმცა მივიღეთ შევსებაც. კმაყოფილი ვარ ახალწვეულებით, მჯერა მათი და მეიმედება.
– ცოტა ხნის წინ თეორია გქონდათ. რა უთხარით ფეხბურთელებს?
– ტრადიციულად, ყოველი მატჩის წინ გვაქვს თეორია, სხვადასხვა შეხვედრებს განვიხილავთ-ხოლმე. ჩვენი მეტოქე ხშირად ცვლის ტაქტიკას, მაღალ სისწრაფეებზე თამაშობს. ჩემს სპორტსმენებს ამის შესახებ ვუთხარი. ფეხბურთი იმითაა საინტერესო, რომ ვისაც პლიუსები აქვს და ზოგჯერ ფავორიტია, ის გუნდი ვერ იმარჯვებს-ხოლმე. “საბურთალოდან” გამორჩევა არავისი მინდა.
– არის თუ არა თქვენთვის უპირატესობა ის, რომ მეორე მატჩს საკუთარ მინდორზე თამაშობთ?
– ახლა მთავარი მატჩი ხუთშაბათსაა. რა იქნება მეორე შეხვედრის წინ, ჯერ არავინ იცის.
– გორში ითამაშებთ. თუ მოინახულეთ სტადიონი?
– არ მინახავს გორის სტადიონი, თუმცა ჩემს ფეხბურთელებს აქვთ იმის მენტალიტეტი, რომ შეეგუონ ახალ სტადიონს.
– განმეორებითი შეხვედრის ლოკაცია შეიცვალა. რამ გამოიწვია?
– თავიდან, სხვა სტადიონზე იყო დაგეგმილი განმეორებითი მატჩი, შემდეგ შეიცვალა გეთანხმებით. თუმცა, ეს ცვლილება ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან იყო. როგორც ვიცი, მინდვრის საფრის პრობლემაა. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ იმ სტადიონზე, სადაც “პარტიზანისა” და “საბურთალოს” მატჩი გაიმართება, აღნიშნულ არენაზე სხვა ალბანური კლუბიც ითამაშებს.
