გია გეგუჩაძე: “ეს თამაში ჩვენი ძალის სწორად შეფასების საშუალებას მოგვცემს”

0
57

გია გეგუჩაძეს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის “სლოვანთან” დაპირისპირება. მისი გუნდის ძალის სწორად შეფასების საშუალებას მისცემს. ბათუმის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ დღეს სლოვაკეთის დედაქალაქში გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გაანცხადა.
გია გეგუჩაძე: “უდავოდ ძლიერ მეტოქეს ვუპირისპირდებით, რომელსაც როგორც ინდივიდუალურად გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს და ისე გუნდურადაც ძლიერია. ჩვენ ყოველთვის გვაქვს გამარჯვების სურვილი. ორრაუნდიანი დაპირისპირებაა და ვფიქრობ, საბოლოო შედეგი ბათუმში უნდა დაფიქსირდეს. ალბათ, ყველაზე კარგი შემფასებელი მინდორი და თამაშია, ამიტომ, გამოჩნდება რამდენად შეიძლება უპირატესობა გვქონდეს.
არ ვიცი, იმ შემადგენლობით ვითამაშებთ თუ არა, რომელიც თბილისის “დინამოსთან” გვყავდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია და დამატებითი სტიმულიცაა. ალბათ, ეს თამაში ჩვენი ძალის სწორად შეფასების საშუალებას მოგვცემს.
მე და ვაისი ერთ დროს ასე რომ ვთქვათ, თანამშრომლებიც ვიყავით. ის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახლდათ, ხოლო მე იმ პერიოდში 21-წლამდელთა ნაკრებში ვიყავი და მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა, რაც ბუნებრივი პროცესი იყო და მაშინ საკმაოდ დავახლოვდით.
დღეს ჩემი ოპონენტია და ის ფეხბურთელები, რომლებთანაც ძალიან ახლო კავშირი გვაქვს, „სლოვანის“ დაიცავენ, შეიძლება, ეს ჩვენთვის კარგიც იყოს. გვიხარია, რომ ისინი სლოვაკურ გუნდში წარმატებით თამაშობენ, მაგრამ წმინდა საფეხბურთო დაპირისპირებაში ჩვენც გვინდა ჩვენი დავამტკიცოთ”.
“სლოვანისა” და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირება თბილისის დროით 22:30 სააათზე დაიწყება.