„მანჩესტერ იუნაიტედმა“ როტერდამის „ფეინოორდიდან“ მცველი ტირელ მალასია შეიძინა. ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაიით, 22 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა, რომელიც ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, მანჩესტერელებმა ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების უკანახაზელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაუხადეს.
მალასია „ფეინოორდის“ აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წლიდან თამაშობდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 136 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
