პსჟ-ს ახალი თავკაცის ვინაობა ცნობილია. ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ დღეს „პარკ დე პრენსზე“ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე პარიზელთა მთავარ მწვრთნელად კრისტოფ გალტიე წარადგინა.
55 წლის ფრანგმა სპეციალისტმა არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო შეცვალა, რომელიც თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად დაითხოვეს.
გალტიემ პსჟ-სთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის გასულ სეზონში „ნიცას“ ავარჯიშებდა, ხოლო მანამდე „სენტ-ეტიენს“ (2009-2017) და „ლილს“ (2017-2021) ხელმძღვანელობდა.
