იტალიის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდი ფაბიო კვალიარელა სოლიდური ასაკის მიუხედავად კარიერის დასრულებას არ გეგმავს. მან „სამპდორიასთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
კვალიარელა „სამპდორიაში“ პირველად 2006-2007 წლებში გამოდიოდა, ხოლო მეორედ „სამპას“ მაისური 2016 წლიდან მოირგო. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 268 მატჩში 105 გოლი გაიტანა.
ის 2018-2019 წლების სეზონში გატანილი 26 გოლით იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
„სამპდორიას“ გარდა, კვალიარელა კარიერის განმავლობაში „ასკოლიში“ , „უდინეზეშ;ი“, „ნაპოლიში“, „იუვენტუსში“ და „უდინეზეში“ გამოდიოდა. მან „იუვენტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო, ხოლო 2-ჯერ იტალიის სუპერთასს დაეუფლა.
კვალიარელამ 2007-2019 წლებში იტალიის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.
მან კარიერის განმავლობაში საერთო ჯამში 698 მატჩი გამართა და მეტოქეთა კარი 234-ჯერ აიღო.