„რომამ“ თურქეთის ნაკრების მცველი დაიმატა

0
15

„რომამ“ საფრანგეთის „ლილიდან“ მცველი ზეკი ჩელიკი შეიძინა. იტალიური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის ეროვნული ნაკრების 25 წლის მცველმა კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.
ჩელიკი 2018 წელს „ლილში“ თურქეთის „ისთანბულისფორიდან“ გადავიდა. მან განვლილ პერიოდში ყველა ტურნირში 175 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. 2018 წლიდან დღემდე ჩელიკმა თურქეთის ნაკრებში ჩატარებულ 32 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.