„არსენალმა“ გაბრიელ ჟესუსი წარადგინა

0
47

ლონდონის „არსენალმა“ გაბრიელ ჟესუსი ოფიციალურად წარაადგინა. ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფრომაციით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა და ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„არსენალმა“ 25 წლის ფეხბურთელში „მანჩესტერ სიტის“ 45 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა, ხოლო მისი ხელფასი კვირაში 200000 გირვანქა სტერლინგი იქნება.
„სიტიმ“ ჟესუსი 22017 წელს „პალმეირასიდან“ 27 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. მან მანჩესტერელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 236 მატჩში 95 გოლი გაიტანა.