იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ანდრეა ბელოტი კარიერას „მონაკოში“ განაგრძობს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი ფრანგულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ბელოტი 2015 წლიდან „ტორინოში“ გამოდიოდა, რომელთაბ კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ამოეწურა და ტურინელთა რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მან „ტორინოს“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 251 მატჩში 113 გოლი გაიტანა.
ბელოტი „სკუადრა აძურას“ რიგებში 2016 წლიდან თამაშობს და 44 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მან შარშან იტალიელებთან ერთად ევრო-2020 მოიგო.
