„მანჩესტერ სიტიმ“ „ლიდსიდან“ ნახევარმცველ კელვინ ფილიპსის შეძენა ოფიციალურად დაადასტურა. ინგლისის მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელმა 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ახალ გუნდში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, „სიტიმ“ ფილიპსში 42 მილიონ გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და თუ ფეხბურთელი ახალ კლუბბი გაამართლებს, ლიდსელები ბონუსის სახით დამატებით თანხას მიიღებენ. მანჩესტერელთა ახალწვეულმა თავის ყოფილ კლუბში გატარებულ 8 სეზონში ყველა ტურნირში 234 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პაი გააკეთა.
ფილიპსმა ინგლისის ეროვნულ ნაკრებბი 2020 წლიდან დღემდე 23 მატჩი ჩაატარა.
