თოლორდავა „რადნიჩკიში“ ვარჯიშობს

0
31

ანტონ თოლორდავა სლოვენიაში იმყოფება და სერბულ „რადნიჩკიში“ ვარჯიშობს. „თელავის“ კაპიტანმა სერბულ გუნდში პირველი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა რუმინეთის პირველი ლიგის წარმომადგენელ „უტა არადთან“, რომელიც უგოლოდ დასრულდა. ქართველმა მცველმა მეორე ტაიმი ითამაშა.
თოლორდავა ბოლო 2 სეზონია „თელავში“ დაბრუნდა. მანამდე, ის კახელების რიგებში 2018-2020 წლებში გამოდიოდა. 25 წლის უკანახაზელმა კარიერა „ცხინვალში“ დაიწყო, ხოლო 2021 წელს ესტონეთის „ლევადიაში“ 7-ჯერ ითამაშა.