ხოჭოლავამ მოსამზადებელი პერიოდი გოლით დაიწყო

0
33

დავით ხოჭოლავა „კოპენჰაგენს“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ამხანაგურ მატჩში გოლით შეეწია.
დანიის ჩემპიონმა ნიდერლანდების როტერდამის „ფეინოორდთან“ ისპარინგა და 7:0 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის მეორე გოლი გაიტანა, როდესაც საჯარიმო დარტყმის შესრულებისას მისმა თანაგუნდელმა ბურთი კართან ჩაჰკიდა, სადაც ხოჭოლავამ ყველას დაასწრო. ის პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.
29 წლის ფეხბურთელი „კოპენჰაგენმა“ გასული სეზონის წინ დონეცკის „შახტარიდან“ იყიდა და მან დანიის ჩემპიონატში ჩატარებულ 22 თამაშში მეტოქის კარი ერთხელ აიღო.