მხითარიანი „ინტერში“ გადავიდა

0
12

გენრიხ მხითარიანი კარიერას მილანის „ინტერში“ განაგრძობს. სომხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი მილანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.
მხითარიანი 2020-2022 წლებში „რომაში“ თამაშობდა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 117 მატჩში 29 გოლი გაიტანა. მან გუნდთან ერთად უეფას კონფერენს ლიგა მოიგო.
2007-2021 წლებში 33 წლის ნახევარმცველმა სომხეთის ეროვნულ გუნდში 95-ჯერ იასპარეზა და მეტოქეთა კარი 32-ჯერ აიღო. ის ნაკრებიდან მიმდინარე წლის 3 მარტს წავიდა.
მხითარიანს წარმატებული კარიერა აქვს. ის გულშემატკივრებმა დონეცკის „შახტარიდან“ გაიცნეს, ხოლო შემდეგ დორტმუნდის „ბორუსიას“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, ლონდონის „არსენალის“ და „რომას“ ღირსებას იცავდა.
სომეხმა შუახაზელმა მანჩესტერელებთან ერთად ინგლისის ლიგის თასი, სუპერთასი და ევროპა ლიგა მოიგო. მან ევროპა ლიგის ფინალში ამსტერდამის „აიაქსთან“ მატჩში გოლი გაიტანა.