სალაჰი პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

0
20

მოჰამედ სალაჰი ინგლისის პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. ეგვიპტელმა თავდამსხმელმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა, ხოლო ინგლისური მედიის ინფორმაციით მისი ხელფასი თვეში 400000 გირვანქა სტერლინგი იქნება.

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ხელფასი პრემიერ ლიგის ისეთი ვარსკვლავების ანაზღაურებას აღემატება როგორიც კრიშსტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი“) და კევნ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“) არიან.

ის ხელფასით მსოფლიოსი მხოლოდ პსჟ-ს ტრიოს ჩამორჩება: ლიონელ მესი. კილიან მბაპე და ნეიმარი.
30 წლის სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 254 მატჩში 156 გოლი გაიტანა. მან მერსისაიდელებთან ერთად თითოჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი, ლიგის თასი, უეფას ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.