ლუკ დე იონგი პსვ-ში დაბრუნდა

0
18

ნიდერლანდელი თავდამხმელი ლუკ დე იონგი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას პვ-შსი განაგრძობ. მან ეინდჰოვენელთა შემადგენლობაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.
გასულ სეზონში ლუკ დე იონგი „ბარსელონაში“ თამაშობდა, სადაც „სევილიამ“ გაანათხოვრა. მან კატალონიელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
31 წლის ფეხბურთელი პსვ-ში 2014-2019 წლებში გამოდიოდა და 204 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 112-ჯერ აიღო.