საფეხბურთო კლუბმა გორის “დილამ” ნახევარმცველ ვაგნერ გონსალვესის წასვლასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა:
“გვსურს გავაკეთოთ განმარტება ვაგნერ გონსალვესის წასვლასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ ვაგნერი ჩვენს გუნდს უკრაინული ,,დნიპროდან” შეუერთდა. აღნიშნული ხელშეკრულება ფიფას და უეფას წესების შესაბამისად გაფორმდა, რომელიც უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო ამოქმედდა. აღნიშნული წესის თანახმად უკრაინული კლუბებიდან წამოსულ ფეხბურთელებს სხვა გუნდებში თამაში მიმდინარე წლის 30 ივნისამდე შეეძლოთ. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა ხელშეკრულების გახანგრძლივება და ბრაზილიელის ჩვენს გუნდში დარჩენაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. რის გამოც მხარეებმა თანამშრომლობა შეწყვიტეს”.
მთავარი ნიუსი “დილას” განცხადება ვაგნერ გონალვესის წასვლასთან დაკაშირებით