კამერუნის ეროვნული ნაკრების მეკარე ანდრე ონანა კარიერას მილანის „ინტერში“ განაგრძობს. იტალიური კლუბის პრესსამახურის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
ონანა „აიაქსის“ კარს 2016-2017 წლების სეზონიდან იცავდა. მან ამტერდამელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 212 მატჩში კარი „მშრალად“ 85-ჯერ შეინახა და 192 გოლი გაუშვა.
ონანას 2021 წლის თებერვალში სისხლში აკრძალული პრეპარატი ფუროსემიდი აღმოუჩინეს, რის გამო 12-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. მაშინ, „აიაქსმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ კამერუნელმა შეცდომით მეუღლის წამალი დალია და ნახსენები პრეპარატიც ამიტომ აღმოაჩნდა. მიმდინარე წლის ივნისში საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით ონანას დისკვალიფიკაცია 9 თვემდე შეუმცირდა.