კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში საზაფხულო პაუზის დადგომამდე, მე-20 ტურის ბოლო ორი მატჩი დღეს გაიმართა.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა „სამგურალმა“ ზედიზედ 2 თამაშის წაგების შემდეგ, წყალტუბოში თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და 3 ქულა აიღო.
37-ე წუთზე მასპინძლების ნიგერიელმა ნახევარმცველმა ლუქმან გილმორმა თავის ნახევარზე ბურთი ვერ დაიმორჩილა და ბექა დარცმელიამ ერთი შეხები ლევან შოვნაძეს შეატოვა შოთა შეყილაძემ, რომელმაც შეუჩერებლად ზუსტად დაარტყა – 0;1.
მე-40 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჯეფერონ ჯერალდომ კუთხური ჩააწოდა და შორეულ ძელთან მდგომმა დავით მაისაშვილმა თავი საპირისპირო კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა – 1:1.
მატჩის მეორე ნახევარში ძლიერი წვიმა წამოვიდა, რომელიც მალე შეწყდა. 65-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან რუსმა ლეგიონერმა ნიკიტა სიმდიაკინმა გადაცემა მეტოქის საჯარიმოში გააკეთა, სადაც ყველას გიორგი ნიქაბაძემ დაასწრო და ერთი შეხებით შეაგდო – 2:1.
71-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ მარჯვენა ფრთიდან მოწინააღმდეგი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ხელით ლუკა კეკელიძემ ითამაშა და მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად რუხაძემ შეასსრულა.
88-ე წუთზე წყალტუბოელთა შეტევა მარჯვენა ფლანგზე რუხაძემ დაიწყო, რომელმაც ბურთი დემურ ჩიხლაძეს ჩააწოდა, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ კარი გასწვრივ გაკეთებული გამჭოლი პასის მერე, ირაკლი დევდარიანმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
„სამგურალმა“ 36 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. „ლოკომოტივმა“ ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნის დანიშვნი შემდეგ ზედიზედ მატჩი წააგო და 3 ქულით ბოლოა.
უჩა სოსიაშვილი ხელმძღვანელობით ბოლნისის „სიონმა“ „თელავი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
„სიონი“ შესსვენებაზე 21 ქულით და მე-8 ადგილით გავიდა, ხოლო გიორგი ჭელიძის თავკაცობით „თელავმა“ 25 ქულა დააგროვა და მეექვსეა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 13 აგვისტოს განახლდება.
ა | კლუბი | თ | ± | ქ | |
---|---|---|---|---|---|
1. | ![]() |
20 | 41 | 47 | |
2. | ![]() |
20 | 19 | 38 | |
3. | ![]() |
20 | 14 | 36 | |
4. | ![]() |
20 | 6 | 34 | |
5. | ![]() |
20 | 5 | 30 | |
6. | ![]() |
20 | 4 | 25 | |
7. | ![]() |
20 | -13 | 24 | |
8. | ![]() |
20 | -14 | 21 | |
9. | ![]() |
20 | -16 | 19 | |
10. | ![]() |
20 | -46 | 3 |
