“დილამ” ბარბადოსის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

0
22

საფეხბურთო კლუბ გორის “დილამ”, რომელიც ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინეთის კუპს-ს შეხვდება, ბარბადოსის ეროვნული გუნდის თავდამსხელი დაიმატა. ამის შესახებ გორელთა პრესსამსახური იუწყება:
“უნგრეთის ჩემპიონატის კლუბ “ჰონვედთან” შეთანხმება მიღწეულია. ბარბადოსის ეროვნული ნაკრების 20 წლის შემტევი ტიერი გალე კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობ. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა”.