მიუნხენის „ბაიერნში“ გატარებული 5 სეზონის შემდეგ, კორენტენ ტოლისო „ლიონში“ დაბრუნდა, რის შეახებ ფრანგული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
27 წლის ტოლისო „ლიონში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
ტოლისომ გერმანული გრანდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 118 მატჩში 21 გოლი გაიტანა.
ის პირველად „ლიონში“ 2013-2017 წლებში გამოდიოდა, ხოლო „ბაიერნმა“ 41,5 მილიონ ევროდ შეიძინა.
