ასლანი – მეორე ალბანელი ფეხბურთელი “ინტერის” ისტორიაში

0
28

მილანის „ინტერმა“ „ემპოლიდან“ ნახევარმცველი კრისტიან ასლანი დაიმატა. მილანური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 წლის ალბანელი იჯარით აიყვანეს, რომლის ამოწურვის შემდეგ კლუბმა მისი ტრანსფერი აუცილებლად უნდა გამოისყიდოს, რაც 14 მილიონი ევრო დაუჯდება.
ალსანი მილანელთა ისტორიაში მეორე ალბანელი ფეხბურთელია. პირველი თავდამსხმელი რეი მანაი იყო.
ალბანეთის ეროვნული ნაკრების შუახაზელმა გასულ სეზონში „ემპოლის“ მაისურით ჩატარებულ 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.