თბილისის “ლოკომოტივიდან” მეკარე რევაზ თევდორაძე გაუშვეს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
34 წლის ფეხბურთელი “ლოკომოტივში” ბოლო 2 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა. მანამდე, ის თბილისურ გუნდში 2016-2018 წლებში თამაშობდა.
“ლოკომოტივის” გარდა, თევდორაძე კარიერის განმავლობაში “გაგრას”, “ჩიხურას”, აზერბაიჯანის “შამახის”, ზუგდიდის “დინამოს”, “სამტრედიას”, ქუთაისის “ტორპედოს” და მარტვილის “მერანის” ღირსებას იცავდა.
მთავარი ნიუსი “ლოკომოტივი” თევდორაძეს დაემშვიდობა