საქართველოს ეროვნული ნაკრების და “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი თბილისის “დინამოს” აკადემიას ესტუმრა, რომლის აღზრდილიცაა.
ამის შესახებ დინამოელთა პრესსამსახური იუწყება:
“დღეს დინამოს აკადემიაში გიორგი მამარდაშვილი გვესტუმრა. ჩვენი აკადემიის აღზრდილმა და “ვალენსიას” მეკარემ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი კარიერული გზა, გამოცდილება და რჩევები გაუზიარა. აკადემიელებმა კი “მამარდას” საჩუქრად სურვილებით გაფორმებული მაისური გადასცეს”.
“ძალიან ბედნიერი ვარ დღეს იმიტომ, რომ დავბრუნდი იქ, საიდანაც დავიწყე. 5 წელი გავატარე ამ აკადემიაში, აქ ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად და გავხდი პროფესიონალი” – განაცხადა მამარდაშვილმა.
