„მანჩესტერ სიტიმ“ რიგები გერმანელი მეკარით შეავსო

0
43

„მანჩესტერ სიტიმ“ გერმანელი მეკარე შტეფან ორტეგა დაიმატა. ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ორტეგა 2017-2022 წლებში გერმანულ ბიელეფელდის „არმინიაში“ გამოდიოდა, რომელიც გასული სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ის 2014-2017 წლებში „მიუნხენ 1860“-ში გამოდიოდა.
“სიტის” ძირითადი მეკარე ბრაზილიელი ედერსონია, რომელმაც ტრავმა თუ არ მიიღო, შვარცს სეზონის განმავლობაში თამაშის შანსი შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს.