ავთო ებრალიძე კარიერას ფამაგუსტას „ანორთოსისში“ განაგრძობს. კვიპროსული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გასული სეზონი ებრალიძემ „დოქსაში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში 23 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
„დოქსაში“ გადასვლამდე ებრალიძე ორი სეზონი პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის „ლეიშოეშში“ ჩაატარა, რომლის მაისურით 33-ჯერ ითამაშა.
ის კარიერის მანძილზე ასევე პორტუგალიის „ოლივეირენსეში“, „ჟილ ვისენტეში“, „აკადემიკა ვიზეუში“, „შავიშში“, „ნასიონალში“ და რუმინეთის „ვოლუნტარში“ გამოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ 2021-2022 წლის სეზონის დასრულების შემდეგ „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა თემურ ქეცბაიამ დატოვა. თუმცა, გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია დარჩა.
მთავარი ნიუსი ებრალიძე „ანორთოსისში“ ითამაშებს