კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში, რომელიც ბათუმის “დინამო” თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს, 2 გულშემატკივარი გამოვლინდება, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავაში “სლოვანთან” გასამართ დაპირისპირებას დაესწრებიან.
ამის შესახებ ბათუმური საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება:
ამის შესახებ ბათუმური საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“აჭარაბეთ არენაზე” შემთხვევითი შერჩევის პრონციპით ორი იღბლიანი გულშემატკივარი გამოვლინდება, რომლებსაც ჩვენი კლუბი თვითმფრინავის ბილეთებით, სასტუმროში განთავსებით და ბრატისლავის “სლოვანის” და “დინამო” ბათუმის ორივე მატჩის ბილეთით უზრუნველყოფს.
გთხოვთ აუცილებლად შეინახოთ ხვალინდელ მატჩზე დასასწრები ბილეთი იმისთვის, რომ მატჩის შემდეგ “აჭარაბეთ არენას” სალაროში კუთვნილი საჩუქრები მიიღოთ”.