“საბურთალო” და შინდაგორიძე გაიყარნენ

0
9

“საბურთალო” კიდევ ერთ ფეხბურთელს დაემშვიდობა. თბილისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდამსხმელ ლაშა შინდაგორიძეს და კლუბს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველძზე შეწყდა.
შინდაგორიძე “საბურთალოში” მიმდინარე სეზონის წინ დაბრუნდა და 13 მატჩში (5 სასტარტოში) 1 გოლი გაიტანა. ის თბილისსელთა ღირსებას მანამდე 2017, ასევე 2018 და 2019 წლებში იცავდა.
29 წლის ფეხბურთელი “საბურთალოს” გარდა, კარიერის განმავლობაში თბილისის “დინამოში”, „ცხინვალში“, ქუთაისის „ტორპედოში“, ბოლნისის „სიონში“, ბათუმის „დინამოში“, უნგრულ „ბალმაზივაროშსა“ და ბელარუსის სოლიგორსკის „შახტიორში“ თამაშობდა.