ფერნანდინიო „ატლეტიკო პარანაენსეში“ ითამაშებს

0
43

ფერნანდინიო კარიერას ბრაზილიაში განაგრძობს. იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბრაზილიელი ნახევარმცველი „ატლეტიკო პარანაენსეში“ ითამაშებ, რომელთან 2-წლიანი კონტრაქტს გააფორმებს.
37 წლის ფერნანდინიომ გასული სეზონის ბოლო „მანჩესტერ სიტი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ის „სიტიმ“ 2013 წელს დონეცკის „შახტარიდან“ 34 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ფერნანდინიომ „სიტიში“ ყველა ტურნირში 383 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.
მანჩესტერელთა ექსკაპიტანმა პროფესიონალური კარიერა „ატლეტიკო პარანაენსეში“ დაიწყო, სადაც 2003-2005 წლებში თამაშობდა.