ძაკარდო: „კვარაცხელია „ნაპოლის“ მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება“

0
38

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილ მცველ კრისტიანო ძაკარდოს ეიმედება, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთვის“ მნიშვნელოვანი მოთამაშება გახდება.
„სკუადრა აძურას“ შემადგენლობაში მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონატის მომგებმა ამის შესახებ tuttomercatoweb.com-თან ისაუბრა:
„მას თვალს 2 წელიწადია ვადევნებ. მისი თამაში პირველად 2020 წელსს ვნახე და მაშინვე ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. იმედია, რომ ის ასეთი ტიპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იქნება. მას თავისი სახე აქვს და მხრებზე საკუთარი თავი აბია. ის აჩქარებებს აკეთებს, ბევრს მოძრაობს, კარი დრიბლიორია. ასეთი სტილის ფეხბურთელები იტალიაში ბევრი არაა – ლეაუ მახსენდება. იმედია, ხვიჩა „ნაპოლისთვის“ მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება“.
კვარაცხელია, რომელმაც „ნაპოლისთან“ კონტრაქტი გააფორმა, იტალიური კლუბის ფეხბურთელი ოფიციალურად პირველი ივლისიდან გახდება. მას ბათუმის „დინამოდან“ 29 ივნისს თბილისის „დინამოსთან“ საშინაო მატჩის დროს გააცილებენ.