დამიანო ტომაზი ვერონას მერად აირჩიეს

0
13

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და „რომას“ ყოფილი თავდამხმელი დამიანო ტომაზი ქალაქ ვერონას მერი გახდა.
La Gazzetta dello Sport-ი ინფორმაციით, არჩევნების ფინალურ ტურში 48 წლის ფეხბურთელმა ხმების 54,4% დააგროვა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა ფედერიკო ზბორიანამ – 46,6%.
ტომაზი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი არაა, მაგრამ მას მხარს ზომიერი მემარცხენე ძალები უჭერენ.
მან პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა „ვერონაში“ დაიწყო, ხოლო საუკეთესო პერიოდი „რომაში“ გაატარა, სადაც 1996-2006 წლებში გამოდიოდა. გარდა ამისა, ის ესპანეთის „ლევანტეში“, ინგლისის „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ და ჩინეთის „ტიანძინში“ გამოდიოდა.
მან 1998-2003 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებში 25-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. ტომაზის „სკუადრა აძურას“ შემადგენლობაში თბილისში მსოფლიო 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში უთამაშია.