სამურკასოვი საბერძნეთის მეორე ლიგაში ითამაშებს

0
22

დავით სამურკასოვი კარიერას საბერძნეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ “ეპისკოპი” განაგრძობს. 24 წლის ქართველმა ნახევარმა კონტრაქტი უკვე გააფორმა, რის შესახებ “ეპისკოპის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
სამურკასოვი თბილისის “ლოკომოტივის” აღზრდილია, სადაც 2014-2015 წლების სეზონიდან თამაშობდა და საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 171 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან 3 თამაში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაატარა. მას საქართველოს 17-წწლამდელთა, 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია.