გიორგი ჭიაბრიშვილი: “მადლობა კახა ცხადაძეს”

0
46

თბილისის “დინამოს” ახალ მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს მიაჩნია, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში “დინამო არენაზე” “გაგრასთან” 5:0 გამარჯვება გუნდის ექსთავკაცის კახა ცხადაძის დამსახურებაა.
გიორგი ჭიაბრიშვილი: “რა თქმა უნდა, სწორედ ასეთ დებიუტს ვისურვებდი. კარგი თამაში გამოვიდა. მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს იმისთვის, რაც მინდორზე გააკეთეს, რომ ბოლომდე დაიხარჯნენ.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო კახა ცხადაძეს, მის სტაფს. ახლა მე ამ გამარჯვებას ჩემს თავზე ვერ მივიღებ, სულ ორი დღეა რაც აქ მოვედი, უბრალოდ კარგი დღე დაემთხვა, ყველაფერი გამოუვიდა გუნდს, კარგად მომზადებული ფეხბურთელები დამხვდნენ და იმედი მაქვს შემდეგი მატჩებიც ასეთი იქნება.შემდეგი თამაში ქუთაისის “ტორპედოსთან” გვაქვს და მინდა, ამ თამაშზე გაცილებით მეტმა გულშემატკივარმა გვიქომაგოს. ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ის თამაში უფრო სანახაობრივი გამოვა”.