ბრატისლავას “სლოვანის” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კენჭისყრის შედეგი გამოიცნო. შეგახენებთ, რომ “სლოვანი” საქართველოს ჩემპიონ ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი სლოვაკეთში შედგება, ხოლო საპასუხო – ბათუმში.
ვლადიმირ ვაისი: “შეიძლება ითქვას, რომ კენჭისყრის შედეგი გამოვიცანი. ვამბობდი, რომ დინამო ბათუმი შეგვხვდებოდა და ასეც მოხდა. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. პირველი მატჩი შინ გველის და კომფორტული უპირატესობა უნდა შევიქმნათ, რადგანაც სტუმრად ძალიან რთული მატჩი გველის. ბათუმელებს ისეთივე ლამაზი სტადიონი აქვთ, როგორც ჩვენ და იქ 20-ათასიანი სავსე ტრიბუნები გველის. მათ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ, ბევრი მათგანი საქართველოს ნაკრებში თამაშობს. იქვეა ხვიჩა კვარაცხელია და ამბობენ, რომ ის ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, პირველ ივლისს უკვე ნაპოლიში უნდა გამოცხადდეს. დინამო ბათუმს გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ჩემს დროს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა. მძიმე დაპირისპირება გველის, რადგანაც ბოლო პერიოდია საქართველოს ეროვნული ნაკრებიც კარგად თამაშობს და ერთა ლიგის ჯგუფის მოგებასთანაც ახლოსაა”.





