იტალიის “ლეგაბასკეტის” სერია A-ს სუპერფინალის მეოთხე მატჩში თორნიკე შენგელიამ გამორჩეულად იასპარეზა, სასტარტოში მყოფმა ქართველმა ფორვარდმა 30 საასპარეზო წუთში 21 ქულა, სამი შედეგიანი გადაცემა და ორი მოხსნა შეასრულა, თუმცა, ამან თოკოს “ბოლონიას” ვერ უშველა. გუნდი “მილანთან” 62:77 დამარცხდა და სერიაში 1:3 ჩამორჩა.
მილანელებს საჩემპიონო ტიტულს ერთადერთი მოგება აშორებთ, “ბოლონიასა” და “მილანის” შემდეგი დაპირისპირება კი 16 ივნისს ჩატარდება და შეხვედრა ჩვენი დროით 22 საათსა და 45 წუთიდან დაიწყება.





