ანდრე დემჩენკოს მიაჩნია, რომ გორის “დილას” კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეა სავარაუდო მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი გუნდი შეხვდა. მან ამის შესახებ მას მერე ისაუბრა, რაც გაირკვა, რომ გორელები ფინეთის კუპს-ს დაუპირისპირდებიან.
ანდრეი დემჩენკო: “შეიძლება ითქვას რომ სავარაუდო მეტოქეებიდან ყველაზე რთული გუნდი შეგხვდა. ახლახანს გაირკვა, რომ ჩვენი მეტოქე ფინური “კუპსია“. ამ გუნდზე ჯერ ბევრი არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ შარშან ფინეთის თასი მოიგეს და საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენი გუნდი სრულ მზადყოფნაშია, გავაანალიზეთ შარშანდელი შეცდომები და მათ გამოსწორებას შევეცდებით.
ევროტურნირებისთვის გაძლიერებას ვგეგმავთ და ამ მხრივ სიახლეები გვექნება.
პირველი მატჩი ფინეთში გვაქვს. ამ შეხვედრის შემდეგ უკეთ გავაანალიზებთ მეტოქეს, ჩვენ გუნდში საბრძოლო განწყობაა და ბოლომდე ვეცდებით გამოვიყენოთ საშინაო კედლების ფაქტორი”.
“დილა” პირველ მატჩს სტუმრად 7 ივლისს ჩაატარებს, ხოლო მეტოქეს გორში 14 ივლისს უმასპინძლებს.




